გია იაკობაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არინ ის ადამიანები, საკუთარ თავს „მესამე სექტორს“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“ რომ უწოდებენ – ისინი აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში
„რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ენჯეოშნიკთა ცხოვრებიდან“, – ამ სახელწოდების სტატიას საინფორმაციო სააგენტოს For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი აქვეყნებს. იაკობაშვილი აღნიშნული ბლოგით „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორის ნაწილის პროტესტს ეხმიანება და მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის რამდენიმე ეპიზოდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს.
იაკობაშვილი წერს, რომ „მესამე სექტორი“, თავს „სამოქალაქო საზოგადოებას“ რომ უწოდებს, აქტიურად ერეოდა და დღესაც ღიად ერევა პოლიტიკაში.
„თითქმის 25 წელი ვითხოვდი კანონს გამჭვირვალობის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არინ ის ადამიანები, საკუთარ თავს „მესამე სექტორს“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“ რომ უწოდებენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას წარმოადგენენ ის ორგანიზაციები, კანონის წინაშე თანასწორობას რომ ქადაგებენ, საკუთარ თავს კი, ხელშეუხებლად მიიჩნევენ; ადამიანებში სამოქალაქო განათლების გავრცელებაზე რომ აქვთ პრეტენზია, თავად კი, მიუხედავად შემაშფოთებელი გაუნათლებლობისა, ადამიანებს აღმაშფოთებელი ქედმაღლურად უყურებენ; ბუნებას რომ იცავენ და ცხოვრებაში ერთი ხე რომ არ დაურგავთ; ადამიანებს რომ იცავენ და ადამიანი რომ არ უყვართ; ევროპა რომ უნდათ, მაგრამ ჭირის დღესავით სძულთ და აშინებთ ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები.
ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას“, – წერს გია იაკობაშვილი.