ირაკლი ზარქუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესია დავიცვათ და გავაძლიეროთ

„ჩვენი ინიციატივაა, გავაძლიეროთ რელიგიის როლი, კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მმართველი გუნდი ეკლესიის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„არაერთხელ ყოფილა უსამშობლოებისა და მათი პატრონების შემოტევა დედა ეკლესიაზე, მათ შორის პატრიარქზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ქართული სახელმწიფო, ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივაა, მეტად გავაძლიეროთ მართლმადიდებლობა, რელიგიის როლი, კონსტიტუციაში ავსახოთ დამოკიდებულება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობა და რელიგია. უსამშობლოების ინტერპრეტაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ. სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, ფუნქციები გამიჯნულია, რომელიც ერთიანად ქართულ სახელმწიფოს ქმნის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესია დავიცვათ და გავაძლიეროთ. დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამისთვისაც გვჭირდება. ეკლესია არის მნიშვნელოვანი. ვართ ერი, რომელიც ყველას უფლებას პატივს სცემს, მაგრამ ყველამ უნდა სცეს პატივი ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესებსა და ადათ-წესებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე იხილეთ