ბაიდენის განცხადებით, ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს

თეთრი სახლი ლიდერი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად საკმარისს არ აკეთებს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ის „ძალიან ახლოს“ იყო შეთანხმების შესახებ საბოლოო წინადადების წარდგენასთან.

„ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განუცხადა CNN-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ამასთან, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი აკეთებს თუ რა საკმარისს, ბაიდენმა თქვა, რომ არა.

ასევე იხილეთ