მამუკა მდინარაძე: ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს

„ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მანვე აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000 პატიმარი დატოვებს.

„ხვალ იქნება მორიგი სხდომა, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს. აქედან 1000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000 პატიმარი საპატიმროს დატოვებს სხვადასხვა დროს. ეს არის ყველაზე მასშტაბური ამნისტია და მიუხედავად სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ