ნინო წილოსანი ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე: მოკლედ ნაცები რას და ვის გთავაზობენ, ნათელია, სხვა ადამიანებს „ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ, ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს – თუ რას უპირებენ ყველას, ვინც მათ რიგებში არ დგას

„მოკლედ, ნაცები რას და ვის გთავაზობენ, ნათელია, სხვა ადამიანებს „ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ, ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს – თუ რას უპირებენ ყველას, ვინც მათ რიგებში არ დგას. დანარჩენს კი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველი ჩემზე უკეთესად უპასუხებს ამ უღირს ბატონს და მისნაირებს”, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნახმარ სახეებად“ მოიხსენა.

მისივე თქმით, ლაშა ბაქრაძე წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გამოსდის.

„ეს უღირსი პერსონა, სამაგალითოდ რომ საუბრობს ნაც პოლიტიკოს ქალებზე, მეხსიერებას უნდა უჩიოდეს და მორალისგანაც აშკარად შორს არის, თორემ თინა ბოკუჩავა დასავლეთის კარდაკარ რომ დადის საქართველოს დასაზიანებლად და გულის ჯიბეში მიშას ფოტოს დაატარებს, როგორც კომუნისტური ბელადისას, დიდი ვერაფერი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ქალებისთვის … მისთვის შეძენილ საჩუქარზეც რომ იხდის სასჯელს ბატონი სააკაშვილი, ეს ცალკე ნაციონალური დრამაა, ამის მეტს აღარ განვავრცობ მასზე.
სამაგალითო თამარ კორძაია გაახსენეთ ლაშა ბაქრაძეს – 2012 წელს ქართულ ოცნებასთან კოალიციით და ქართული ოცნების ელექტორალური რესურსით შემოვიდა პარლამენტში. მოგვიანებით კი 2020 წელს ნაცების სიით ჯერ ძალა ერთობაშიაო, გვიმტკიცებდა და 2024 წლის არჩევნებზე კი ერთიანობით პოზირებს ნაცების რიგებში… საოცარი პოლიტიკური მდგრადობა და მორალია აშკარად.

სოფო ჯაფარიძესაც გთავაზობთ ეს ცბიერი კაცი. ალბათ, გულისხმობს სააკაშვილის დროს „ღიმილიანი საქართველოს” მონაწილე სოფოს, მოხუცებს რომ კბილები დააძრო და ისე დატოვა, უკბილოდ. ახლაც, სავარაუდოდ, იმავე სიგიჟეს გვპირდება.

თავად ლაშა ბაქრაძე კი წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გამოსდის.

მოკლედ, ნაცები რას და ვის გთავაზობენ, ნათელია, სხვა ადამიანებს „ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ, ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს – თუ რას უპირებენ ყველას, ვინც მათ რიგებში არ დგას. დანარჩენს კი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველი ჩემზე უკეთესად უპასუხებს ამ უღირს ბატონს და მისნაირებს“, – წერს ნინო წილოსანი.

ასევე იხილეთ