გია დავითიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება.

ამჯერად, მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას წალკასა და დმანისში უცხადებენ. მათ შორის არის ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს. ამიტომ, ჩვენ გულით და სულით ვიზიარებთ ამ გზავნილს, რასაც მშვიდობა ჰქვია და სიმღერით ავიტაცებთ ამ გზავნილს“, – განუცხადა „ქრონიკას“ ჯგუფის წევრმა გია დავითიანმა დმანისში მიმდინარე ღონისძიებაზე.

ასევე იხილეთ