ვატო შაქარიშვილი კონფერენციაზე „გარდამტეხი წელი”: აუცილებელია, მასში მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ, რადგან ისინი წლებია, ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანას – მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი

x

„ნაფთალინიდან ამოღებული, კორუფციით გარყვნილი ყოფილი ჩინოვნიკები ქართველ ხალხს მოუწოდებენ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, გადაირჩიონ ქართული ოცნება, დასაჯონ უდიდესი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურული ქსელი ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა”, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი თბილისში მიმდინარე მე-8 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „გარდამტეხი წელი”, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული კონფერენცია, სინამდვილეში, რევოლუციური კომიტეტის მორიგი ყრილობაა, რომლის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ ერიდებიან წინასაარჩევნო პერიოდში ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედებას და საარჩევნო პროცესში ჩარევას.

მისივე განცხადებით, კონფერენცია გამოხატავს ამერიკის კოლონიალისტურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ხოლო მისი მონაწილეები უკვე დიდი ხანია, ღიად მტრობენ სახელმწიფოს, შესაბამისად, აუცილებელია მათ მიმართ პრევენციული ზომების გატარება.

„თბილისში გრძელდება საერთაშორისო თაღლითების კონფერენცია, რომელიც სინამდვილეში რევოლუციური კომიტეტის მორიგი ყრილობაა და მეტი არაფერი. ქვეყანაში ოფიციალურად დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია და ამ დროს უცხო ქვეყნების მოქალაქეები პირდაპირ ერევიან საარჩევნო პროცესში და უხეშად ზემოქმედებენ ქართველ ამომრჩეველზე. ნაფთალინიდან ამოღებული, კორუფციით გარყვნილი ყოფილი ჩინოვნიკები ქართველ ხალხს მოუწოდებენ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, გადაირჩიონ ქართული ოცნება, დასაჯონ უდიდესი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურული ქსელი ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა. დიდი ხანია ნათელია, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი პირობა და არა აქამდე დეკლარირებული კრიტერიუმები. რიტორიკულია კითხვა თუ რატომ სურთ ასე გაშმაგებით, საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება. ცხადია იმისათვის, რომ მათ ქვეყნის ომში ჩართვაზე და ყველანაირ ანტიქართულ გადაწყვეტილებაზე მოაწერინონ ხელი; დაიკმაყოფილონ პირადი მერკანტილური ინტერესები და მოემსახურონ გლობალური ომის პარტიის გეოპოლიტიკურ მიზნებს.

აღნიშნული „კონფერენცია” ასხივებს ამერიკულ კოლონიალიზმს საქართველოს მიმართ. აუცილებელია, რომ მასში მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ და აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, რადგან ისინი უკვე წლებია ღიად მტრობენ ჩვენ ქვეყანას. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია! ვუახლოვდებით უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, ეს ადამიანები კი, წინასწარ გვიყვებიან იმის შესახებ თუ როგორი სცენარი გველის. ამიტომ, საჭიროა მკვეთრი პრევენციული ზომები.

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე თუ რაზე გადის ევროატლანტიკური ტრაექტორია – ხელისუფლებაში კოლექტიური ნაც.მოძრაობის დაბრუნებაზე, გამანადგურებელ ომზე და მართლმადიდებლობის – LGBT იდეოლოგიით ჩანაცვლებაზე!

ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური ტყვეობიდან საქართველოს დახსნა იქნება გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გარანტი”, –  წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე იხილეთ