ნინო წილსანი: ჩემზე უკეთ ლაშა ბაქრაძეს პასუხს ქართველი ამომრჩეველი გასცემს 26 ოქტომბერს

ნინო წილოსანი ლაშა ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მისი თანაპარტიელების პოლიტიკური წარსული შეახსენა.

„მას შეუძლია, რომ სამაგალითოდ დაახასიათოს, მაგალითად, თინა ბოკუჩავა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დადის კარდაკარ დასავლეთში. აღარ ვგულისხმობ იმას, რომ საკუთარი ბელადის – მიხეილ სააკაშვილის ემოციური მძევალია. თამარ კორძაია შეუძლია სამაგალითოდ დაახასიათოს, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ სიითა და კოალიციით შემოვიდა პარლამენტში, შემდგომში კი საკუთარი პოლიტიკური ადგილის საპოვნელად „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი სიამაყით შეუერთდა. ლაშა ბაქრაძისთვის სამაგალითო არის სოფო ჯაფარიძე, რომელიც „ღიმილიანი საქართველოს“ ერთ-ერთი შემოქმედია, რომელმაც კბილები დააძრო მოხუცებს და ასე დატოვა. ჩემზე უკეთ პასუხს ქართველი ამომრჩეველი გასცემს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა წილოსანმა.

ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე იხილეთ