ირაკლი კობახიძე: საქართველოში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ უკვე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში, მას გაუყინეს თანხები

საქართველოში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ უკვე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში, მას გაუყინეს თანხები, რის გამო?!”,  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ბიძინა ივანიშვილს ფაქტია, რომ გაუყინეს ორი მილიარდი დოლარი მას შემდეგ, ორ კვირაში, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. რის გამო? რომ არ დავაწესეთ სანქციები ხელისუფლებამ და არ გავაგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში? ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ