ირაკლი ზარქუა: მკვდარი მკვდარს აეკიდაო
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარტია „ლელოსთან“ შეერთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხაზარაძის პარტიას 3 თუ 4% აქვს რეიტინგი და მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს.
მისი თქმით, მარგველაშვილს თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას.
„გიორგი მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს, ნუ გადამრიეთ. ხაზარაძის პარტიას 4 თუ 3% აქვს და მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს. პირიქით, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? – არაფერი.
როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ?“ – აცხადებს ზარქუა.