აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სახელმწიფო მედიის გამოყენებაში დაადანაშაულა
აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სახელმწიფო მედიის გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საპასუხო ზომები მოიცავს სანქციებს Russia Today-ის ხელმძღვანელობის მიმართ, ასევე სავიზო შეზღუდვებს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ კრემლის ქმედებები ეხება რუსეთის მიერ სახელმწიფო მედიის გამოყენებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.