ირაკლი კირცხალია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ოპოზიციის ბოიკოტი იყო უბრალოდ, ასე ვთქვათ, ერთგვარად ინსტრუმენტი მათ ხელში, რომ დაეფარათ რეალურად ის, რისი მომხრეც შინაგანადაც არ არიან
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია კუკუდამალობანათი და ბოიკოტს ამოფარებით, საზოგადოებას ეთამაშება.
„ეს ბოიკოტი იყო უბრალოდ, ასე ვთქვათ, ერთგვარად ინსტრუმენტი მათ ხელში, რომ ამ ბოიკოტით დაეფარათ რეალურად ის, რისი მომხრეც შინაგანადაც არ არიან, მაგრამ ამას ხომ ვერ გაასაჯაროებდნენ პირდაპირ. ვერც განხილვებში ჩაერთვებოდნენ, ვერც საჯაროდ ისაუბრებდნენ ამ თემაზე იმიტომ, რომ, როდესაც მსოფლიოში ამხელა გამოწვევაა ასეთ უბინძურეს პროპაგანდასთან მიმართებაში, როგორ შეიძლება საქართველოში პატრიოტი ადამიანი იყო წინააღმდეგი ამ თემის, მაგრამ ჩვენი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არის წინააღმდეგი ამ ყველაფრის“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის პრევენციის მიზნით ინიციირებული კანონპროექტის განხილვებზე რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი კი, ვინც საპარლამენტო განხილვებს ესწრებიან, ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.