ირაკლი კირცხალია: 2012 წლიდან საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული

x

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას“.

მინდა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს მივმართო, საიდან აქვთ ის ინფორმაცია საქართველოზე, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის ამ უბინძურესი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მსოფლიოს გამოწვევა. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, 2012 წლიდან საქართველოში ეს უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ამ კანონპროექტითაც არავის უფლებებს ვეხებით, პირიქით, ჩვენ ვკრძალავთ კონკრეტულ პროპაგანდას“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

 

ასევე იხილეთ