თეა წულუკიანი ლაშა ბაქრაძეზე: ჩემთვის უცნობია, რამდენად ახსოვს, რომ მე ვარ მისი ხელმძღვანელი. მესამე წელი დასრულდა, რაც ამ სისტემას ვხელმძღვანელობ და მისი განსხვავებული პოლიტიკური აზრი არასდროს ყოფილა განსჯის საგანი

„ჩემთვის უცნობია, რამდენად ახსოვს ბატონ ლაშას მისი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ის არის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი, ახსოვს თუ არა ის, რომ მე ვარ მისი ხელმძღვანელი, რაც არ უნდა ეს მიუღებელი იყოს და ამას ის ღიად აფიქსირებს”, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში.

მინისტრი ლაშა ბაქრაძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.

„სამინისტროში დავიწყეთ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქრაძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით პროცედურა. ამ პროცედურას სამართლებრივ ენაზე დისციპლინური პროცედურა ჰქვია. ჩემთვის უცნობია, რამდენად ახსოვს ბატონ ლაშას, მისი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ის არის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი, ახსოვს თუ არა ის, რომ მე ვარ მისი ხელმძღვანელი, რაც არ უნდა ეს მიუღებელი იყოს და ამას ის ღიად აფიქსირებს. ჩვენ არასდროს პოლიტიკური დაპირისპირებისგან არ შეგვიქმნია პროფესიული და უწყებრივი პრობლემა და ამას მოწმობს ისიც, რომ მესამე წელი დასრულდა, რაც ამ სისტემას ვხელმძღვანელობ და მისი განსხვავებული პოლიტიკური აზრი არასდროს ყოფილა განსჯის საგანი. ყველას თავისი აზრი აქვს და ამ აზრის მიხედვით ცხოვრობს. ასეთია ჩვენი ხელისუფლების ხელწერა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ