თეა წულუკიანი: ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი და დიდი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ დავასრულოთ ფაშიზმის პარპაში
„ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი და დიდი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ დავასრულოთ ფაშიზმის პარპაში, რომელსაც უხარია ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მათივე ხელით”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„სამწუხაროდ ის, რაც 12 წლის განმავლობაში გარედან მრავალი ხელშეშლის გამო ვერ შევძელით, ჩვენ ახლა უნდა შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანას მივცეთ რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მე, როგორც ყოფილ იუსტიციის მინისტრს 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ამბის მოყოლა შემიძლია, თუ რა იყო ხელშემშლელი, ამის დროც დადგება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.