თეა წულუკიანი: ჩვენ საამაყოდ დავხურავთ ამ ჩვენს პოლიტიკური მანდატის ციკლს და გავხსნით ახალს უკვე ახალი სტრატეგიებით, ამ სტრატეგიაში ღერძი იგივე იქნება
„სიახლეები გვაქვს კულტურის მიმართულებითაც, ეს არის დიდი ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ–მუზეუმის გახნა, ერისიონის სრულიად ახალი შენობა, რომელიც უმისამართოდ და უბინაოდ დადიოდა ამდენი წელი და კიდევ ბევრი სხვა სიახლე, რომლითაც ჩვენ საამაყოდ დავხურავთ ამ ჩვენს პოლიტიკური მანდატის ციკლს და გავხსნით ახალს უკვე ახალი სტრატეგიებით”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ამ სტრატეგიაში ღერძი იგივე იქნება, რომ ხელოვანებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გარდა იმ შემთხვევისა თუ თავად ხელოვანი ბოიკოტს უცხადებს თავის სამინისტროს, ასეთებიც არიან, მაგრამ უმრავლესობა მათგანი რა თქმა უნდა იყენებს ამ შესაძლებლობას და აქვს შესანიშნავი შედეგები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.