„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დავით კოდუა დღეს, დიდინეძისა და დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.
„ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ: საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გაზიფიცირების, გარე განათების, ჭაბურღილების მოწყობის მიმართულებით. სოფელში უახლოეს პერიოდში დაიწყება ბუნებრივი აირის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც. დაგეგმილია სოფლის სკოლისა და ბაღის სრული რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება.
ძალიან ლამაზი სოფელია, მშრომელი და ერთგული ხალხით – მადლობას გიხდით თითოეულს ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ სწორად საზღვრავთ ამ ქვეყნის მომავალს და ირჩევთ ძალას, რომელმაც ამ ქვეყანას 12-წლიანი მშვიდობიანი განვითარება მოუტანა“, – აცხადებს კოდუა.