გიორგი ვოლსკი: გააფთრებული შემოტევაა „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც მოახერხა და დასძლია ის მართლაც „სისხლიანი წარსული“, ქვეყანა სტაბილური განვითარების პროცესში შეიყვანა და გადარჩენის, სამშვიდობოზე გასვლის პერსპექტივა გააჩინა

“გააფთრებული შემოტევაა „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც მოახერხა და ამ ხნის განმავლობაში დასძლია ის მართლაც „სისხლიანი წარსული“, ქვეყანა სტაბილური განვითარების პროცესში შეიყვანა და პერსპექტივა გააჩინა გადარჩენის, სამშვიდობოზე გასვლის, მაშინ როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი უშველებელი ცეცხლია დანთებული”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მან გარკვეული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

„არის თუ არა რეალური, რომ გარკვეულ კოალიციას, რომელიც დაპირისპირებულია რუსეთთან, საქართველოს ომში მონაწილეობა აწყობდეს? თუნდაც, უკრაინა ავიღოთ, რომლის პრეზიდენტმა საკუთარი ელჩი გაიწვია და ჩვენი იქიდან გამოაგდო – ღირსეული ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ დიდი პრობლემების წინაშე მდგარი იქ ვაჟკაცურად იყო, სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობისგან განსხვავებით. გამოაგდო იმიტომ, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ ვითარებაში. ამას მე ვიმეორებ არა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, არამედ როგორც უბრალო დამკვირვებელი.

უამრავი თემაა ერთი მხრივ, პოზიტიურად დამახასიათებელი საქართველოსთვის და მეორე მხრივ, უამრავი, უშველებელი გააფთრებული შემოტევაა „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც მოახერხა და ამ ხნის განმავლობაში დასძლია ის მართლაც „სისხლიანი წარსული“, ქვეყანა სტაბილური განვითარების პროცესში შეიყვანა და პერსპექტივა გააჩინა გადარჩენის, სამშვიდობოზე გასვლის, მაშინ როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი უშველებელი ცეცხლია დანთებული.

მაშ რა ხდება? სხვა პასუხი გარდა იმისა, რომ შევიდეთ ამ ომში, რითაც სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით რუსეთს, უნდა ვაღიაროთ, რომ შევუქმნით, მაგრამ ჩვენ დავინგრევით, მიწასთან გავსწორდებით, როგორც ეკონომიკურად, ასევე ფიზიკურად. გასათვალისწინებელია ის, რომ არა 40 კმ-ში დგას რუსული ჯარი, არამედ – 700-800 მეტრში იმ სტრატეგიული კომუნიკაციებიდან, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ