ვილი სანიოლი: რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა
„ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საოცარი შეგრძნება იყო. თუმცა, რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
„ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორედ ასეთი მოტივაცია აქვს. ევროპის ჩემპიონატის სახით რაღაცშესანიშნავს მიაღწიეს და მომავალში უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვთ, რათა კიდევ ერთხელ მოხვდნენ ასეთი დონის ტურნირზე“, – აღნიშნა მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.