„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოკადრებს ავრცელებს, თუ როგორ ანადგურებს მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე პარტიის საარჩევნო პლაკატებს
მმართველი პარტიის პრესსამსახური ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევს და ანადგურებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების“ ქმედებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა რეაქცია ექნება არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის განადგურებას პირადად აორგანიზებს NGO „თავისუფლების“ ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – აცხადებენ მმართველ პარტიაში.