ირაკლი ღარიბაშვილი: ის ხალხი, ვისგანაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამიტომ, 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა გადავარჩინოთ

„ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ, ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ამიტომ, 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!“

„26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“, გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე, რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია, მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ასევე იხილეთ