დავით კოდუა: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განსაკუთრებული ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პრიორიტეტული გავხადეთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, კოკსა და ხურჩაში გამართა.

„ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ოკუპაცია, როგორი მძიმეა საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება. ჩვენ ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმთავრეს პრიორიტეტად დავსახეთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარება, ერთ-ერთი პირველი იყო ეს სოფლები, სადაც გაზიფიცირება განვახორციელეთ, მოსახლეობის აბონირება უფასოდ მოვახდინეთ, დავაგეთ გზები, რა თქმა უნდა, არის საჭიროებები, მაგალითად ნალიმას უბანში ახალი გზის მეორე ეტაპი გვაქვს დასაგები, რომელიც უკვე გეგმაში ზის. რამდენიმე შიდა გზის პრობლემაც გვაქვს, რასაც აუცილებლად ეტაპობრივად მოვაგვარებთ.

რაც ყველაზე მეტად მახარებს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაა, რაც ნამდვილად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა”, – აღნიშნავს კოდუა.

 

ასევე იხილეთ