ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთში დაძაბულ თამაშს ველით, თუმცა ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში გამართავს. შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.

ალბანეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთეს.

საბა გოგლიჩიძე: ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ლუკა ლოჩოშვილი: ჩეხეთთან მატჩს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ ერთა ლიგას კარგ ფორმაში შევხვდით. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ და ამ შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ.

ტირანაში დაძაბულ შეხვედრას ველით. ალბანეთი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბულ თამაშს ველი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ასევე იხილეთ