ირაკლი კირცხალია: როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად

x

„როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

„პირდაპირი განცხადებები აქვს კეზერაშვილს, რომ აქ [საქართველოში] პარტიებს აფინანსებს, შემდეგ მოვისმინეთ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილისგან, რომ იცავდნენ კეზერაშვილს. რა თქმა უნდა დაიცავენ კეზერაშვილს და მის თანხებსაც, რადგან ამ თანხით სულდგმულობენ. როდესაც ჯერ შენს ქვეყანაში ჯარის ნაძარცვი ფულით და შემდეგ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდები, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, და პოლიტიკაში „მოძრაობ“, შორს ვერ წახვალ ნამდვილად“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ასევე იხილეთ