საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს, დევიდ ჰიდლსტონს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერს, დევიდ ჰიდლსტონს უმასპინძლა.

„112“-ის დირექტორი სტუმარს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

აშშ-ის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას.

ასევე იხილეთ