ირაკლი კირცხალია: საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან ის ღირსეული სახეები და ღირსეული ქართველები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაზე

x

“საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან ის ღირსეული სახეები, ის ღირსეული ქართველები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაზე, რომლებიც არიან თავიანთი ქვეყნის პატრიოტები, რომლებსაც თავისი ქვეყნისთვის აგური-აგურზე დაუდიათ”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

„ზოგადად, მთელი საპარლამენტო სია, რომელიც თვის ბოლოს გამოქვეყნდება, დაკომპლექტებული იქნება იმ ღირსეული ადამიანებით, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოვედით და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ახალი წევრი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული და ქვეყანაზე ზრუნვა“, – აღნიშნა კირცხალიამ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

ასევე იხილეთ