ნიკოლოზ ბასილაშვილმა რენის ჩელენჯერის პირველ წრეში გერმანელი მაქს ვიშკანდტი დაამარცხა
საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბასილაშვილმა შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში გერმანელი მაქს ვიშკანდტი სამ სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გამოცდილი ფრანგი ადრიან მანარინო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს.
აქამდე ბასილაშვილი და მანარინო ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ ფრანგმა მოიგო, ხოლო ერთხელ – ქართველმა ჩოგბურთელმა.