საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან დაპირისპირებაში 1:0 დაწინაურდა
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა. პირველი გოლი მეტოქის კარში ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, გადრანი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.
ნაკრებებს შორის შეხვედრა ტირანაში იმართება.