გიორგი მიქაუტაძე: მაგარი გრძნობაა – ორი თამაში, ორი მოგება

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ალბანეთთან მატჩის შემდეგ მედიასთან გააკეთა კომენტარი.

„მაგარი გრძნობაა – ორი თამაში, ორი მოგება. 6 ქულა გვაქვს და კარგია. კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ გაგვეშვა ბურთი“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ