“რუსულ ნარატივს ყოველთვის ემთხვეოდა და ემთხვევა ჩვენი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები. საქართველოს ისტორიაში, ალბათ, არავის გაუკეთებია ამდენი „სიკეთე“ რუსეთისთვის, რაც გაუკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და თუ როგორ იცავს ის სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენი ღირსეული, გმირი სამხედროების ინტერესები დავიცავით ბოლომდე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში. შემდგომში დეტალურადაც შეგვიძლია, ვისაუბროთ, რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის ფედერაციისთვის გაკეთებული“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.