ჯეიმი ოლივერის მომზადებული ხაჭაპური – მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავის მორიგი ვიდეორგოლები ქართული კერძების შესახებ

ბრიტანელი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9-წუთიან, 1:30-წუთიან და 15-წამიან ვიდეორგოლებს ავრცელებს. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ჯეიმი ოლივერმა ხაჭაპურისა და სალათის საკუთარი ვერსია მოამზადა.

„საქართველოში  ჩემი მოგზაურობისას ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, ეს არის ქართული ეროვნული კერძი, რომელიც საუკეთესო ცომეულია. მე ჩემი ინსპირაციით მოვამზადე ხაჭაპური, გამოვიყვანე ჩემი ფავორიტი ბრიტანული და ირლანდიური ყველი. ვფიქრობ, ეს კერძი ხალხს ახარებს, ჩემი გვერდის ბმულზე კი რეცეპტს იპოვით“, – წერს ჯეიმი ოლივერი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელი შეფ-მზარეული მთელ მსოფლიოს საქართველოს გასტრო-ტურისტულ პოტენციალს მედიაპლატფორმებით და სოციალური ქსელებით აცნობს.

ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. მსოფლიო  შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ, თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

ასევე იხილეთ