ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, 102 ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და საჯარო სკოლები, მუნიციაპლიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ლალი სიჭინავასთან ერთად დააჯილდოვა.
წარმატებული ახალგაზრდები შემდეგი კრიტერიუმებით დაჯილდოვდნენ: კურსდამთავრებულმა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით მიიღო 500 ლარი; 70%-იანი გრანტის მფლობელმა – 400, ხოლო, დანარჩენმა – 300 ლარი; 100%-იანი გრანტის მფლობელი – 3000 ლარით, 70%-იანი გრანტის მფლობელი – 1000 ლარით და 100%-იანი გრანტის მფლობელი სკოლა – 1500 ლარით დავაჯილდოვეს.