გიორგი ვოლსკი: გოცირიძე, თვითონ რომ ლეღვის ფოთოლიც აღარ არის, არაფერი არის, ცდილობს, მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს

„გოცირიძე ცდილობს, მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც უნდა იზრუნონ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმგანაცხადა.

მისი თქმით, თუ ჰგონიათ, ინტელექტით ისინი უფრო დაბლა არიან, ვიდრე გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა – ცდებიან.

„გოცირიძე, თვითონ რომ ლეღვის ფოთოლიც აღარ არის, არაფერი არის, ცდილობს, ამ მწარე განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც უნდა იზრუნონ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე. ეს არის ჯანსაღი მომავლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, სპორტის მასობრივი განვითარება და ვინ, თუ არა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ამას გააკეთებენ სხვაზე უკეთ.

თუ ჰგონიათ, რომ ინტელექტით ისინი უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან“, – აცხადებს ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნების სფეროს თუ ბიზნესის უცნობ წარმომადგენლებს ლეღვის როლი დააკისრეს.

ასევე იხილეთ