გიორგი ზერეკიძე: კეზერაშვილი წაგებული ომით გამდიდრდა!
„სააკაშვილის გუნდში ბევრი ოდიოზური ფიგურა იყო, მაგრამ კეზერაშვილი არის გამორჩეული მათშიც და გეტყვით რატომ, ეს ადამიანი წაგებული ომით გამდიდრდა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ.
მისივე თქმით, როდესაც კეზერაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და მან დეკლარაცია შეავსო, ერთადერთი მისი სიმდიდრე იყო სარეცხი მანქანა.
„დღეს ეს ადამიანი მილიარდერია და როგორც თვითონ აღიარებს, აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, „ენჯეოებს“, ტელევიზიას.
წარმოიდგინეთ, აგვისტოს სიცხეში ჩვენი ბიჭების გვამები როდესაც იხრწნებოდა, ეს კაცი მილიონებს ითვლიდა. ამაზე მეტი ნაძირალობა თუ რამე არსებობს, მაშინ მითხარით“, – აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.