„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს ჩემი ნაბიჯის [„ქართულ ოცნების“ სიით არჩევნებში მონაწილეობა] გადადგმაც ამან განაპირობა“, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.
„ეს იყო ნაფიქრალი და არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება. მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა – ეს არის ის მიზეზები, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.