მაკა ბოჭორიშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ცდილობენ, ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად
„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებასთან დაკავშირებით, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. საუბარია პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომლის მიხედვით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნასა და 14 მილიარდ ევროს მიიღებს.
„როდესაც მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა და უნარი საკუთარი დაპირებები გასცენ, ევროკავშირის ფულის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.