სოფელ მეფისქალაქში სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში მიმდინარე სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ერთ სივრცეში ეწყობა ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მომხმარებლებისთვის კი ავტოსადგომი.

პროექტს შპს „ევრო ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე იხილეთ