მარჯანიშვილის თეატრი: ზურა ბერიკაშვილის დანაკლისი წარმოუდგენელია ქართულ თეატრსა და ესტრადაზე
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვასმ გამორჩეული მსახიობის გარდაცვალების გამო.
„ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან 34 წლის მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის ერთგული მსახური. მან შექმნა დაუვიწყარი სახეები. ზურა ბერიკაშვილის დანაკლისი წარმოუდგენელია ქართულ თეატრსა და ესტრადაზე.
მარჯანიშვილის თეატრი უსამძიმრებს, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მაყურებელს, რომელთაც უპირობოდ ემახსოვრებათ ნიჭიერი, კეთილი, მარად ახალგაზრდა, სულ მომღიმარი ზურიკო!“,– წერია სამძიმრის წერილში.
მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ.