გიორგი ამილახვარი: შემიძლია დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე ათეული სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება

გიორგი ამილახვარმა განმარტა როგორ ხვდება სახელმწიფო ახალი სასწავლო წლის დასაწყისს. ამ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დაახლოებით 200 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც დაახლოებით ნახევარი მიმდინარე წლის ბოლოს ჩაბარდება, დანარჩენი ნაწილი კი გეგმის მიხედვით, შემდეგ წელს იქნება დასრულებული.

„შემიძლია დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე ათეული სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება, რაზეც ალბათ პრემიერ-მინისტრი თავადა გააკეთებს განცხადებას უახლოეს მომავალში. 60-მდე რეაბილიტირებული სკოლა უკვე ჩაშვებულია [ექსპლუატაციაში] და 40-მდე კიდევ მოესწრება წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, სახელმძღვანელოები, ე.წ. ბუქები ყველა პირველკლასელს. წელს ასევე სიახლე გვაქვს – პირველ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ [რეგისტრაციის უფლება] და, შესაბამისად, უფრო მეტი პირველკლასელი გვყავს. ეს არის ის დიდი სიახლეები, რომლებითაც სასწავლო წლის დაწყებას ვხვდებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე იხილეთ