ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან – ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმგანაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.

„რატომ შეუძლია პუტინს საკუთარი იარაღის წარმოების მაქსიმალურად შენარჩუნება? ის კვლავ იღებს კრიტიკულ კომპონენტებს. ჩვენ ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან – ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან და ა.შ. რუსეთში ასეთი მიწოდების ჯაჭვები ჯერ კიდევ არსებობს. გამოდის, რომ პუტინს უფრო იაფი უჯდება ტერორის გაგრძელება, ვიდრე ჩვენ ამ ტერორისგან თავის დაცვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ