„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები.
„შეხვედრებზე მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ მათი სწორი ხედვის გათვალისწინებით მჯერა, რომ წალკის მოსახლეობა 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის და ერთად გავიმარჯვებთ.
მე კი , ვიქნები ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება მათი ინტერესების დამცველი!”,-განაცხადადავით შერაზადიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, წალკის მუნიციპალიტეტის მერი-ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი გიგინეიშვილი.