აჩიკო ნიჟარაძე: იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა
„ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა”, – განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.
„ჩვენი ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა. სწორედ ამას ვუჭერ მხარს – ჩვენს მშვიდობას. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გაერთიანებას“, – განაცხადა მომღერალმა.
ვანში მიმდინარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში ასევე „ღამის შოუს ბენდი“, დათუნა სირბილაძე, ნუცა ქირია და მაგდა ნიკოლეიშვილი მონაწილეობენ.