დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას

ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც პირველ რიგში, გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ.

ჩვენი გამაერთიანებელი არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ოჯახი და მე დღეს სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ, რომ ღირსებით, ყველა ერთად წავიდეთ ევროპისკენ“, – განაცხადა სირბილაძემ.

ასევე იხილეთ