დავით კოდუა ახალგაზრდებს: თქვენ იქნებით ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი

დღეს, ზუგდიდში ,,ქართული ოცნების ” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი ოფიციალურად  გაიხსნა. ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი შტაბი, კონსტანტინე გამსახურდიას N 35-ში მდებარეობს.

შტაბის გახსნას ქართული ოცნების დელეგატთან დავით კოდუასთან ერათად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი ოფისი გავხსენით, ეს იქნება ახალი კონცეფციის ახალგაზრდული ოფისი, სადაც უძლიერეს გუნდთან ერთად მე ყოველდღიურად ვიმუშავებ, ეს იქნება ახალგაზრდების იდეების გენერირების ადგილი – გეპატიჟებით ყველას ჩვენს დიდ ოჯახში.

ჩვენ დღეს ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ზუგდიდის კეთილდღეობა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. თითოეული ჩვენგანი სწორედ ამიტომაც ვდგავართ დღეს ძალასთან, რომელიც საქართველოს მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შეიყვანს ევროპაში. ჩვენ ეს განაცხადი შევიტანეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ეს განაცხადი დავიტანეთ „ქართული ოცნების“ ახალ ლოგოზე და ჩვენ ამ გზას, თქვენთან ერთად ბოლომდე გამარჯვებით გავივლით!

მე, დავით კოდუა, ზუგდიდის დელეგატი ვგეგმავ თქვენთან, ახალგაზრდებთან ერთად ვაკეთო საქმე, თქვენ იქნებით  ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ ზუგდიდი კიდევ უფრო მეტად უნდა გავხადოთ ახალგაზრდული ქალაქი, ამ გეგმებზე ვრცლად აუცილებლად  სხვა ფორმატში ვისაუბრებთ.

მე მაქვს დიდი გამოცდილება თქვენთან ერთად ამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთების და ეს გამოცდილება დამეხმარება ვიყოთ კიდევ უფრო მეტად მობილიზებული, რომ ზუგდიდი გავხადოთ კიდევ უფრო მეტად წარმატებული. 

მე საოკუპაციო ხაზთან გავიზარდე, ვიყავი 2008 წლის ომის მონაწილე – ვიცი რას ნიშნავს მშვიდობა ამ ქვეყნის განვითარებისთვის – მე, აქედან, ზუგდიდიდან, ერთიანობის ციტადელიდან მივესალმები ჩვენს აფხაზ ახალგაზრდებს, ჩვენ ერთად აუცილებლად გავაერთიანებთ ძალებს – ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და მხოლოდ ვაძლიერებთ”, – აღნიშნა დავით კოდუამ.

ღონისძიება კონცერტით დაიხურა, რომელშიც თიკა ბალანჩინი-New One, ნიკოლშოუ და DJ ქერუბიმი მონაწილეობდნენ.

ასევე იხილეთ