„მჯერა, 26 ოქტომბერს ჩოხატაური მშვიდობას და სწრაფ განვითარებას დაუჭერს მხარს!“ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ჩოხატაურში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით შარაშიძესთან ერთად,  სოფლების: გუთურის, ქვემოერკეთისა და ერკეთის მოსახლეობას  შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა განხორციელებული პროექტები. გუთურსა და ერკეთში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლები, ერკეთში საბავშვო ბაღი. ერკეთი-კოხისა და ონჭიქედის მიმართულებით დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე განაცხადეს, რომ  იგეგმება გუთური – ერკეთის დამაკავშირებელი საავტომობილო და შიდა გზების სრული რეაბილიტაცია. დელეგატის თქმით, მოწესრიგდება ქვემო ერკეთის ცენტრი, სოფელ გუთურში კი აშენდება საბავშვო ბაღი.

დელეგატის თქმით, მთავარი მოსაგვარებელი საკითხი წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებაა, რაც  „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ეტაპობრივად გადაიჭრება.

„მჯერა, 26 ოქტომბერს ჩოხატაური მშვიდობას და სწრაფ განვითარებას დაუჭერს მხარს! მადლობა ნდობისთვის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, შტაბის უფროსის მოადგილე ირაკლი კუჭავა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა თოლორდავა და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა წევრები.

ასევე იხილეთ