,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, პ. ინგოროყვასა და ზ. ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე მოსახლეობასთან ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ამომრჩეველი გაეცნო სამომავლო გეგმებს. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ახვლედიანი.

ასევე იხილეთ