“ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი “მესიჯბოქსი” მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი, ის, რომ შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი.
“მიმდინარეობს მოღალატე ნაცკონგლომერატის ორკესტრირებული კრიახი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გორში გამოსვლის იმ სეგმენტზე, რომელიც სამაჩაბლოს კონფლიქტის მოსაგვარებლად ბოდიშის მოხდას ეხებოდა. ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი “მესიჯბოქსი” მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით. ნაცავსულებისგან განსხვავებით კი, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა განათლებულია და განსჯა-ანალიზის უნარით მდიდარი, არ სჭირდება გაგონილის გადამოწმება. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი – შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს! საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანების, სუვერენიტეტის განმტკიცების, სტაბილური განვითარებისა და სულიერი ფასეულობების დაცვის მოწინააღმდეგენი ყოველთვის იქნებიან გარედან მართული კოლექტიური “ნაცები”, რომელთა პოლიტიკური დასასრული მოახლოებულია”, – წერს გია აბაშიძე.