შოთა ბერეკაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება

„პირველი, რასაც ყოველთვის გავაკეთებ, არის ის, რომ მოვემსახურები საქართველოს ინტერესს”, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის თავისუფლება და მისი ღირსება, რაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მონაპოვარია ბოლო 12 წლის განმავლობაში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შენარჩუნდეს.

როგორც ბიზნესის წარმომადგენელს, მე ძალიან მიყვარს კონკურენცია და შევეცდები, რომ წავახალისო კონკურენცია. რადგან მიმაჩნია, რომ კონკურენცია ბადებს ახალ იდეებს, ახალი იდეები ბადებს ახალ შესაძლებლობებს, ახალი შესაძლებლობები ქმნის წარმატებულ ქვეყანას.

მიმაჩნია, რომ 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სასწორზე დგას, გაგრძელდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.

მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“, მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

ასევე იხილეთ