რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ; დარჩნენ კრიმინალებად, როდესაც ისინი ოპოზიციაში გადავიდნენ და როდესაც საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, მაშინაც კრიმინალები იქნებიან

„ვინც ცდილობს კეზერაშვილის გამართლებას, ის მისი დანაშაულების თანამზრახველი ხდება, მათ შორის, ათასობით ევროპელი პენსიონერის წინაშე”, – განუცხადა „იმედის კვირას“ კეზერაშვილის დანაშაულებზე საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის რაღაც დასკვნებზე დაიწყებენ საუბარს „ნაციონალურ მოძრაობაში“, პირველი იმაზე ისაუბრონ, სავიზო სანქცია რომ დაადო სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ ბელადსა და ლიდერს კეზერაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი რომ გავიხსენოთ, თითოეული მათგანი არის მდიდარი კრიმინალური ისტორიებით, მათ შორის რეციდივებითაც კი. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ; დარჩნენ კრიმინალებად, როდესაც ისინი ოპოზიციაში გადავიდნენ და როდესაც საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, მაშინაც კრიმინალები იქნებიან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ