ლევან მახაშვილი: ამ გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ პარლამენტმა და ზოგადად ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროკავშირში წევრობის გზაზე

„სხვა მოვალეობებთან ერთად ჩემი საქმიანობა ასევე მოიცავდა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე 12 რეკომენდაციის განხორციელებას ოპერაციულ დონეზე”, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-17 ნომერმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, ლოგიკურად ამ გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ პარლამენტმა და ზოგადად ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროკავშირში წევრობის გზაზე.

საქართველოს პოლიტიკაც ასეთია, რომ ერთის მხრივ ის საკანონმდებლო სივრცესთან მაქსიმალურად ახლოვდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენი პოლიტიკით თავიდან ავირიდოთ ის საფრთხეები, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.

ჩვენს გარშემო ყველგან კონფლიქტი და დაძაბულობაა. საკმაოდ რთული რეგიონია და ხვალ ისევ ამ რეგიონში მოგვიწევს ცხოვრება, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ერთი მხრივ მშვიდობა შევინარჩუნოთ, მშვიდობის გარეშე უკან მოგვრჩება ევროკავშირიც და საკუთარი თავიც და ამ მშვიდობიან ფუნდამენტს დავაშენოთ ევროპული ქვეყნის მშენებლობა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ასევე იხილეთ